სიახლე ვალენტინისგან

ვმუშაობ ქალაქში, სოფლად კი ვცხოვრობ. სამსახური, დატვირთული დღე, სიახლეები, ახალი ტექნოლოგიები, შოპინგები და ა. შ. საღამოობით და შაბათ კვირას კი სუფთა ჰაერი, ბუნება, სოფლის სახლის სიმყუდროვე და სილამაზე... ეს ყველა ქალაქელის ოცნებაა. ხშირ შემთხვევაში, კი ოცნება ოცნებად რჩება და ადამიანები ცდილობენ ეს სიმყუდროვე ქალაქურ სახლში გადაიტანონ.

   სოფლის სტილი - "ქანთრი" მრავალი მიმდინარეობისაა. ერთ-ერთი ასეთი მიმდინარეობაა ფრანგული ქანთრი ანუ პროვანსი, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ ნაწილში განვითარდა. ის იმთავითვე პოპულარული იყო და ისეთი დიდი მხატვრები, როგორებიც იყვნენ პიკასო და ვანგოგი, ცდილობდნენ თავისი სახლის ინტერიერში პროვანსული სტილი შეეტანათ.

    დღეს პროვანსი ძალიან მოდური და პოპულარულია. ... და თუ არც სახლის არქიტექტურა და არც ინტერიერი არ გვაქვს პროვანსში, შეგვიძლია ავეჯის და აქსესუარების მეშვეობით არ ჩამოვრჩეთ მოდურ ტენდეციებს.

    პროვანსული ავეჯი ცნობილი და განთქმულია მთელ მსოფლიოში. მის დასამზადებლად გამოყენებულია ძველისა და ახლის შერწყმის ოსტატობა, სინატიფე და დაძველების თანამედროვე ტექნიკა. ავეჯი დამზადებულია მასიური ხისგან, მისი ზედაპირი დაფერილია პასტელური ფერის საღებავებით, მაგრამ ამავე დროს ჩანს ხის სტრუქტურა. ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ხიბლს მატებს დაძველების ეფექტი. რბილი ავეჯის მოსაპირკეთებლად კი გამოყენებულია ბუნებრივი ქსოვილები.

     ავეჯის სახლ “ვალენტინ”-ში წარმოდგენილია კოლექცია, რომელსაც შეუძლია თქვენს სახლში შემოიტანოს სამხრეთ საფრანგეთის თბილი და მომხიბვლელი სურნელი. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ კაბინეტი, საძინებელი, სასადილო და მისაღები ოთახები და ეს ყველაფერი იყოს სხვა და სხვა ფერსა და ტონალობაში.

© 2017 Bravo Ltd.

Sitemap

Created by PropagandaHQ